სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება 7 აპრილიდან სამი დღით კეტავს „საზღვარს“

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება 7 აპრილს, 20 საათიდან დაკეტავს დანარჩენ საქართველოსთან „საზღვარს“. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, 9 აპრილს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გამო, სამი დღით შეწყდება მოქალაქეთა გადაადგილება „საქართველოსთან გამარტივებულ საზღვარზე.“ ამავე კომიტეტის ცნობით, მიმოსვლა ჩვეული რეჟიმით აღდგება 10 აპრილს, 20 საათიდან. დე ფაქტო ხელისუფლება „გამარტივებულ საზღვარს“ უწოდებს დანარჩენი საქართველოსგან ოკუპირებული ახალგორის გამყოფ ხაზს.