თეირანში დაიწყო პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია

თეირანში დაიწყო 19 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია, რომელიც ხუთ დღეს გაგრძელდება. კანდიდატთა ვინაობას შეამოწმებს სამეურვეო საბჭო, რომელიც კონსერვატორი სასულიერო პირებისგან შედგება. საბჭოს უფლება აქვს საპრეზიდენტო კამპანიიდან მოხსნას ლიბერალი და რეფორმების მომხრე კანდიდატები, ასევე ქალები. ირანის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ცნობით, კანდიდატების სიას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოაქვეყნებს 26 და 27 აპრილს. პრეზიდენტობის კანდიდატთა შორისაა ირანის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჰასან როჰანი, რომელიც აპირებს, კენჭი იყაროს მეორე ვადით.