ჭიათურის მაღაროს მუშა დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად

წინასწარი ინფორმაციით, ჭიათურის მაღაროს მუშა მე-3 სართულის კიბიდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.