საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწყებს ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს რუმინეთის რესპუბლიკაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი იწყებს ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს რუმინეთის რესპუბლიკაში. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, სორინ გრინდეანუს; პრეზიდენტს, კლაუს იოჰანისს და პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დაესწრება საქართველო-რუმინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ერთობლივ მიღებას.