რუსეთის სამხედრო გემი ჩაიძირა შავ ზღვაზე სატვირთო ხომალდთან შეჯახების შემდეგ

თურქეთის მედიის ცნობით, რუსეთის სამხედრო გემი სტამბულთან ახლოს შეეჯახა სატვირთო ხომალდს. თურქეთის სანაპირო დაცვისაგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ავარიის შემდეგ რუსული სამხედრო გემი ჩაიძირა. თუმცა, გემზე მყოფი ყველა 78 ადამიანი გადარჩა. თურქეთის ტელეარხ NTV-ს ცნობით, კატასტროფა გემმა განიცადა ბოსფორის ყურის ჩრდილო-დასავლეთით, 40 კილომეტრის დაშორებით.ამის მიზეზი გახდა ნისლი და ცუდი ხილვადობა შავ ზღვაზე.