ჩერნოგორიის პარლამენტმა დაამტკიცა ნატოში გაწევრიანების პაქტი

ჩერნოგორიის პარლამენტმა კენჭი უყარა და დაამტკიცა ნატოში გაწევრიანების პაქტი, რითიც ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯი გადადგა დასავლეთისკენ, ტრადიციული მოკავშირის, რუსეთის და პრო-რუსულად განწყობილი პოლიტიკოსების პროტესტის ფონზე. . ჩერნოგორიის მთავრობა, რომელიც ნატოში გაწევრიანების მომხრეა, პარლამენტარებს დოკუმენტის დამტკიცებისკენ მოუწოდებდა. მთავრობა აცხადებს, რომ ნატოში გაწევრიანება სტაბილურობას და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ყოფილი იუგოსლავიის წევრ ამ ქვეყანას. როგორც ვარაუდობენ, ჩერნოგორია ალიანსის სრულფასოვანი წევრი გახდება 25 მაისისთვის დანიშნული ნატოს სამიტის დროს. თუმცა, სანამ ალიანსის 29-ე წევრი გახდებოდეს, ჩერნოგორიამ კვლავაც უნდა მიიღოს ნატოს წევრი ორი ქვეყნის- ესპანეთის და ჰოლანდიის - საბოლოო თანხმობა.