საპირველმაისო დემონსტრაცია კოსოვოში

Your browser doesn’t support HTML5

კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში პროფკავშირების წევრებმა 1 მაისის დღე აღნიშნეს. დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანებამ აქციაზე მთავრობას მიმართა მოთხოვნით, იზრუნოს კერძო სექტორში დასაქმებულთა შრომის პირობების გაუმჯობესებაზე. აქციაზე გამოსულებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელს შვიდი ადამიანი დაიღუპა სამუშაო ადგილებზე და რომ კერძო სექტორის მუშაკები ზოგჯერ მონურ შრომას ეწევიან.