ქაბულში რვა ავღანელი დაიღუპა ნატოს დაჯავშნულ კოლონაზე ისლამისტების თავდასხმის შედეგად

ქაბულში რვა ადამიანი დაიღუპა და 28 დაიჭრა ნატოს დაჯავშნულ კოლონაზე თავდასხმის შედეგად. ძლიერი აფეთქება, რომელზე პასუხისმგებლობაც ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, 3 მაისის დილას მოეწყო ხალხით და მანქანებით სავსე ქუჩაში. ის აშშ-ის საელჩოსა და ნატოს შტაბ-ბინის მახლობლად მდებარეობს. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის ინფორმაციით, დაღუპულების უმრავლესობა სამოქალაქო პირები არიან, ხოლო ნატო აცხადებს, რომ დაიჭრა კოალიციის სამი ჯარისკაცი. მათი მდგომარეობა მძიმე არ არის.