ევროკავშირმა დაამტკიცა უვიზო მიმოსვლა უკრაინის მოქალაქეებისათვის

ევროკავშირის საბჭომ 11 მაისს დაამტკიცა საკანონმდებლო წინადადება უკრაინის მოქალაქეებისათვის მოკლევადიანი ვიზების გაუქმებისა და ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ. იუწყებიან, რომ პროცედურა დაჩქარებულად იქნა მიღებული კავშირის სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრაზე, რაც წინ უძღვის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. საბოლოო გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის ცერემონია სტრასბურგში, ევროპარლამენტში, 17 მაისს გაიმართება. „ამით ჩვენ ვწყვეტთ კავშირს საბჭოთა წარსულთან და სულ უფრო მეტად ვხდებით ერთიანი ევროპის ცივილიზებული სივრცის ნაწილი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომელიც სტრასბურგში დაესწრება უკრაინისათვის უვიზო მიმოსვლის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიას. ხელმოწერის შემდეგ რეგლამენტი გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და ძალაში შევა პუბლიკაციიდან 20 დღეში, საორიენტაციოდ 11 ივნისს.