მაკრონმა პრემიერ-მინისტრად დანიშნა ედუარ ფილიპი, ქალაქ ჰავრის მერი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტად დანიშნა ედუარ ფილიპი, ქალაქ ჰავრის მერი. ამის შესახებ იუწყება საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 46 წლის ფილიპი მემარჯვენე-ცენტრისტული რესპუბლიკური პარტიის ზომიერ ფრთას წარმოადგენს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ალენ ჟიუპეს, ყველაზე დაახლოებულ პარტნიორად ითვლება. ზომიერი ედუარ ფილიპის დანიშვნით, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეეცდება ბოლო მოუღოს პოლიტიკოსების დაყოფას მემარცხენეებად და მემარჯვენეებად, რაც ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა საფრანგეთის პოლიტიკის მაჯისცემას