საქართველო უმასპინძლებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეას

საქართველოს ხელისუფლება ემზადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიისთვის, რომელიც თბილისში 26-29 მაისს გაიმართება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი სამუშაო დღე, 26 მაისი, ემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე წლისთავს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია წლის განმავლობაში ორჯერ იმართება, საქართველო კი ნატოს არაწევრი მეხუთე ქვეყანაა, რომელსაც სესიის მასპინძლობის შესაძლებლობა მიეცა.