პაკისტანში ნაღმმა ხუთი ადამიანი იმსხვერპლა

პაკისტანში, გზისპირას დამონტაჟებულმა ნაღმმა ხუთი ადამიანი შეიწირა, მათ შორის ერთ ჯარისკაცია. ინციდენტი მოხდა ავღანეთის საზღვართან, ხიბერის რეგიონში. მიღებული ცნობის თანახმად, ავტომანქანა, რომელიც ნაღმზე აფეთქდა, სრულიად განადგურდა. ჯარისკაცთან ერთად დაიღუპა ოთხი პოლიციელი.