პაკისტანელმა თეოლოგებმა თვითმკვლელური თავდასხმის წინააღმდეგ ფატვა გამოაქვეყნეს

პაკისტანის ცნობილ რელიგიურ მკვლევართა ჯგუფმა გამოაქვეყნა ფატვა თვითმკვლელური თავდასხმის წინააღმდეგ. მათი ფატვა ეხება ასევე შეიარაღებულ ამბოხს და ძალის გამოყენებას შარიათის კანონის გატარების მიზნით. ფატვა, მაჰმადიანური რელიგიური ბრძანებულება, გამოიცა 27 მაისს ისლამაბადში და მას ხელს აწერს 31 რელიგიური მკვლევარი.