ტურინში ასობით ფეხბურთის ქომაგი დაშავდა პეტარდის აფეთქებით გამოწვეულ ჭყლეტაში

იტალიის ქალაქ ტურინში ასობით ადამიანი დაშავდა ჭყლეტაში, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მსვლელობის დროს მოხდა. სან-კარლოს მოედანზე 20 ათასი ქომაგი უცქერდა დიდ ეკრანზე შეხვედრას მადრიდის“ რეალსა“ და ტურინის „იუვენტუსს“ შორის. გავრცელებული ცნობებით, იმ დროს, როდესაც მატჩის ანგარიში გახდა 3:1 „რეალის“ სასარგებლოდ, ატყდა პანიკა. ხალხმა უწესრიგოდ დაიწყო გაქცევა მოედნიდან, წარმოქმნილ ზედახორაში დაზიანდა 1000-ზე მეტი კაცი. ხუთი მათგანი, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.ზოგიერთი ცნობის თანახმად, პანიკა გამოიწვია ბრბოში პეტარდის აფეთქებამ.