ყაზახეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა ემიგრაციაში მყოფ ბანკირსა და ოპოზიციონერს

ყაზახეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა ემიგრაციაში მყოფ ბანკირსა და ოპოზიციონერს, მუხტარ აბლიაზოვს. სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მიკერძოებულად არის მიჩნეული. ალმა-ატის სასამართლომ აბლიაზოვს 20 წლით პატიმრობა შეუფარდა კრიმინალური დაჯგუფების შექმნის, თანამდებობის ბოროტად გამოყენების, თაღლითობისა და ფინანსური მაქინაციების ბრალდებებით. მასთან ერთად ბრალდებული სამი პირიდან ერთ-ერთს 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო დანარჩენ ორს - პირობითი სასჯელი. აბლიაზოვი ევროპაში ცხოვრობს 2009 წლიდან და უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს. მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული რუსეთსაც.