ევროკავშირმა 2018 წლის 23 ივნისამდე გააგრძელა ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა

ევროკავშირმა 2018 წლის 23 ივნისამდე გააგრძელა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ევროპის კავშირი 2014 წლის შემდეგ, ყოველწლიურად აგრძელებს სანქციებს, რომელთა მიხედვით, გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს ეკრძალება რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ინვესტირება, ექსპორტი და იმპორტი. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნების კომპანიებს და მოქალაქეებს ეკრძალება ყირიმში უძრავი ქონების შეძენა და ტურისტული კავშირები.