ტრამპმა დაარღვია რამადანის დასრულების ვახშმის აღნიშვნის ტრადიცია

პირველად თითქმის ოცი წლის შემდეგ თეთრმა სახლმა არ გამართა ვახშამი მაჰმადიანთა წმინდა თვის, რამადანის დასრულებასთან დაკავშირებით.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანიამ 24 ივნისს გაავრცელეს განცხადება, რომლითაც მათ მუსლიმებს, ეიდ ალ ფითრი მიულოცეს, ამ დღესასწაულმა გაგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია მოწყალება, თანაგრძნობა, კეთილი ნება, წერია განცხადზებაში. ტრამპი, რომელმაც არ გამართა ვახშამი, გააკრიტიკეს ანტიმაჰმადიანური რიტორიკისთვის. ახლანდელმა ადმინისტრაციამ დაარღვია ტრადიცია, რომელსაც მისდევდააშშ-ის ბოლო სამი მთავრობა. თეთრს სახლში ეიდ ალ-ფითრის ვახშამს ესწრებოდნენ ხოლმე აშშ-ის მაჰმადიანი ლიდერები, კონგრესის წევრები და მუსლიმური სახელმწიფოების დიპლომატები.