„ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება

„ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.