ლონდონში გაიმართა საპროტესტო მარში ტერეზა მეის კონსერვატიული მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ

ლონდონში რამდენიმე ათასმა ადამიანმა გამართა საპროტესტო მარში ტერეზა მეის კონსერვატიული კაბინეტის პოლიტიკის წინააღმდეგ. გაისმოდა მთავრობის გადადგომის მოწოდებები. დემონსტრანტები შეიკრიბნენ სამაუწყებლო კორპორაცია ბიბისის შტაბბინასთან. ამის შემდეგ დემონსტრანტები გაემართნენ პარლამენტის შენობისკენ, სადაც მათ წინაშე გამოვიდა ლეიბორისტების ლიდერი ჯერემი კორბინი. მისი თქმით, მთავრობის პოლიტიკა განსაკუთრებით მკაცრია საზოგადოების ყველაზე ღატაკი ფენების მიმართ. საპროტესტო აქცია პროფკავშირებმა მოაწყვეს.