გერმანიის ტრანსპორტის მინისტრი: 18 ადამიანი დაიღუპა ავტობუსის ავარიის შედეგად

გერმანიაში 18 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა 3 ივლისის დილას ავტობუსის ავარიის შედეგად. გერმანიის ტრანსპორტის მინისტრის, ალექსანდერ დობრინდტის ინფორმაციით, დამწვარი ავტობუსიდან უკვე გამოიტანეს 11 ადამიანის გვამები და გრძელდება დანარჩენი შვიდი დაღუპულის ძებნა. როგორც დობრინდტმა აღნიშნა, ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტობუსში მხოლოდ ფოლადის ნაწილებმა შეინარჩუნა ფორმა. ავარია მოხდა სამხრეთ გერმანიაში, ბავარიის ქალაქ მიუნხბერგთან. ავტობუსი, რომელშიც 48 ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო მანქანას დაეჯახა და ცეცხლში გაეხვია.