დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით პარიზს ესტუმრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია 13 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ჩავიდნენ პარიზში, სადაც მოგვიანებით გაიმართება უმაღლესი დონის მოლაპარაკებები აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის. 14 ივლისს დონალდ ტრამპი მონაწილეობას მიიღებს ბასტილიის აღების დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. საფრანგეთის ყველაზე დიდი ეროვნული დღესასწაული წელს ემთხვევა პირველ მსოფლიო ომში აშშ-ის ჩაბმის მე-100 წლისთავს. ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „პიუ რესერჩ ცენტის“ (Pew Research Center) თანახმად, საფრანგეთში გამოკითხულ მოქალაქეთა მხოლოდ 14 %-ს სჯერა იმისა, რომ დონალდ ტრამპს შესწევს უნარი „მსოფლიოსათვის მართებული საქმეების კეთებისა“. ერთი კვირაც არ არის გასული მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ვიზიტამდე დონალდ ტრამპმა მონაწილეობა მიიღო ჰამბურგის „დიდი ოცეულის“ შეხვედრაში.