ავღანეთში 26 ჯარისკაცი დაიღუპა სამხედრო ბაზაზე თალიბების თავდასხმის შედეგად

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 26 ჯარისკაცი დაიღუპა და 13 დაიჭრა სამხედრო ბაზაზე თალიბების თავდასხმის შედეგად. თავდასხმა სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში მოეწყო. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, შეტაკებისას მოკლეს 80 თალიბი ექსტრემისტიც. თალიბანმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც თავდასხმაზე პასუხისმგებლობას იღებს და ირწმუნება, რომ მოკლა 74 ჯარისკაცი, ხოლო ექვსი სამხედრო პირი მძევლად აიყვანა. ავღანეთში ბოლო ხანს გახშირდა ძალადობის აქტები. გაეროს მონაცემებით, წელს მოკლულია 1700-ზე მეტი სამოქალაქო პირი.