ამერიკელი სარდლები ჯერჯერობით არ ადასტურებენ ტრანსგენდერების მიმართ პოლიტიკის ცვლილებას

ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში

აშშ-ის მაღალი თანამდებობის გენერლები აცხადებენ, რომ პენტაგონის პოლიტიკა არმიაში ტრანსგენდერების ყოფნის მიმართ ჯერჯერობით არ შეიცვლება. ხუთშაბათს აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ ჯოზეფ დანფორდმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის კონკრეტული მითითებამდე არაფერი იცვლება. ასეთი მითითების არსებობას არ ადასტურებს არმიის შტაბის უფროსი მარკ მილი. 26 ივლისს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ გეგმავს აუკრძალოს ტრანსგენდერებს შეირაღებულ ძალებში სამსახური. სხვადასხვა მონაცემებით, მათი რაოდენობა აშშ-ის არმიაში 1500-დან 3000-კაცამდე მერყეობს.