გერმანიაში ორი კაცი დაიღუპა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად

დისკოთეკის მიმდებარე ტერიტორია ქალაქ კონსტანცში

გერმანიის პოლიციის თანახმად, ორი კაცი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ კონსტანცის დისკოთეკაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. სამართალდამცველების ცნობით, პოლიციამ გაანადგურა 30 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მანამდე ატეხილი სროლის შედეგად ერთი კაცი მოკლა და ოთხი დაჭრა. პოლიცია გამორიცხავს ტერაქტის ვერსიას და აცხადებს, რომ ერაყელი თავდამსხმელი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა გერმანიაში და იგი არ მიეკუთვნებოდა თავშესაფრის მაძიებლებს.