საქართველოს მოქალაქეებმა „ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრეს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიისადმი პროტესტის ნიშნად, საქართველოს მოქალაქეებმა „ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრეს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე. კასპის და გორის მუნიციპალიტეტების ეს სოფლები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესაზღვრებიან. 14 საათიდან ასეთივე აქცია დაიწყება ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელ ენგურის ხიდთან.