სერგეი უდალცოვი ციხიდან გაუშვეს

სერგეი უდალცოვი

რუსეთის „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორი, სერგეი უდალცოვი საპატიმროდან გაუშვეს. ამის თაობაზე ცნობა მისმა ცოლმა ანასტასიამ გაავრცელა სოციალურო ქსელში.უდალცოვს 2014 წელს მიუსაჯა სასამართლომ ოთხნახევარი წლით პატიმრობა თავის თანამოაზრე, ლეონიდ რაზვოზჟაევთან ერთადრუსეთში მასობრივი არეულობის მოწყობის და მომავალი არეულობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით. 2012 წელს მოსკოვში, ბოლოტნის მოედანზე ხელისუფლების ნებართვის გარეშე გაიმართა ოპოზიციის აქცია, რომლის დროსაც მოხდა შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. ასეულობით ადამიან დააკავეს, 35 გაასამართლეს.