აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

სოფელი რიყე

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან კიდევ ერთი პირი დააკავეს „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით. ამჯერად შემთხვევა ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში მოხდა. გუშინ რუსმა ოკუპანტებმა წალენჯიხის მცხოვრები, ახალგაზრდა მამაკაცი იმავე ბრალდებით დააკავეს. როგორც საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში აცხადებენ, მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და უწყება მუშაობს დაკავებულის გასათავისუფლებლად.