მოსკოვის სასამართლომ აქტივისტებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა

კირილ ბარაბაში (მარცხნივ), ალექსანდრ სოკოლოვი (ცენტრში), ვალერი პარფიონოვი

მოსკოვის ტვერის რაიონის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა პირებს, რომლებსაც ბრალად ედებოდათ რეფერენდუმის ორგანიზება. რეფერენდუმს უნდა მოეთხოვა კანონი ხელისუფლების შესახებ, რომელსაც „პასუხიმგებლობის გრძნობა“ აქვს. ჟურნალისტ ალექსანდრ სოკოლოვს მიუსაჯეს სამ-ნახევარი წლით კოლონია, მწერალ იური მუხინს ოთხი წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა. აქტივისტებს, ვალერი პარფიონოვს და კირილ ბარაბაშს ოთხ-ოთხ წლიანი პატიმრობა გამოუტანა განაჩენად სასამართლომ. ოთხივე პირს, რომლებიც უფლებადამცავებმა პოლიტიკურ პატიმრებად შეაფასეს, ექსტრემიზმში დასდეს ბრალი.