შესრულდა 25 წელი აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან

14 აგვისტოს შესრულდა 25 წელი აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან. საომარი მოქმედებების შედეგად, რომელმაც წელიწადზე მეტხანს გასტანა, არაოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 16 ათასზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი და დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი. თბილისში, გმირთა მემორიალთან, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.