ინდოეთი აღნიშნავს ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის 70-ე წლისთავს

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ინდოელებს მოუწოდა, დაეხმარონ მას კეთილდღეობით სავსე, ერთიანი ქვეყნის აშენებაში და პირობა დადო, რომ ბოლოს მოუღებს კორუფციას. მოდი 15 აგვისტოს, ბრიტანეთისაგან ინდოეთის დამოუკიდებლობის 70-ე წლისთავთან დაკავშირებით, დელიში გამოვიდა ერთსაათიანი მიმართვით და აღნიშნა ასევე, რომ ინდოეთი საკმარისად ძლიერია ნებისმიერი საფრთხისაგან თავისი საზღვრების დასაცავად. ინდოეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს ორ ძლიერ მეზობელთან, ჩინეთთან და პაკისტანთან.