რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „როსკომნადზორმა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბლოკა წვდომა ამერიკულ ნეონაცისტურ საიტ „The Daily Stormer”-ზე, რომელსაც ცოტა ხნის წინ რუსული დომენის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალ ევროპას პროვაიდერმა “რუ-ცენტრმა“ (Ru-Center) აცნობა. კომპანიაში განმარტეს, რომ მიიღეს ოფიციალური წერილი „როსკომნადზორისაგან“, რომელშიც უწყება ითხოვს, განხილულ იქნეს ამერიკული საიტის დაბლოკვის შესაძლებლობა. თავად „როსკომნადზორში“ აღნიშნეს, რომ ინტერნეტ-რესურსის დაბლოკვის მიზეზი ნაწილობრივ გახდა, „პროპაგანდისტული ნეონაცისტური იდეოლოგია“. მანამდე ნეონაცისტურმა რესურსმა დაკარგა კონტროლი დომენ Dailystormer.com-ზე, მას შემდეგ, რაც „გუგლმა“და „გოდედიმ“ (GoDaddy) - უარი თქვენს მის მომსახურებაზე. ეს იყო პასუხი სოციალურ ქსელში გაჩაღებულ იმ კამპანიაზე, რომელიც შარლოტსვილში ულტრა მემარჯვენეთა მიმართ საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე მომხდარ შეტაკებებში 32 წლის ქალის დაღუპვას მოჰყვა.