რუსეთში დანით შეიარაღებულმა პირმა შვიდი ადამიანი დაჭრა

ქალაქი სურგუტი

რუსეთის ქალაქ სურგუტში პოლიციამ მოკლა დანით შეიარაღებული პირი, რომელმაც შვიდი ადამიანი დაჭრა. ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“იკისრა მომხდარისთვის პასუხიმგებლობა.ამის თაობაზე იტყობინება დაჯგუფებასთან დაკავშირებული სააგენტო, „აამაყი“. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ეჭვმიტანილის თაობაზე განაცხადა, რომ ის იყო სურგუტის მკვიდრი,1994 წელს დაბადებული, რომლის სავარაუდო, ფსიქიურ აშლილობას, ადგენენ. ციმბირის ქალაქ სურგუტში სამასი ათასი პირი ცხოვრობს.