ხანძრის კერების მახლობლად მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობს

ბორჯომის ხეობაში, ხანძრის კერების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე რაიმე საფრთხე არ არსებობს - ამის შესახებ წაღვერში, ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ. მისი თქმით, უპირველესი პრიორიტეტი მოსახლეობის უსაფრთხოებაა და მუდმივად ხდება რისკების შეფასება. სერგეენკოს ინფორმაციით, არსებობს სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაციას.