რუსეთში ავტობუსის ავარიას 18 კაცი ემსხვერპლა

ავტობუსი, რომელშიც მუშები მგზავრობდნენ, წყალში ჩავარდა მშენებარე პირსიდან

რუსეთის ხელისუფლების თანახმად, რუსეთში, ტამანის ნახევარკუნძულზე, ავტობუსი, რომელშიც მუშები მგზავრობდნენ, წყალში ჩავარდა მშენებარე პირსიდან. 25 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს 18 კაცი ემსხვერპლა, ორ ათეულამდე მგზავრი გადაარჩინეს. სამუშაო ცვლიდან ავტობუსით შინ ბრუნდებოდნენ კომპანია „ტამანნეფტეგაზის“ მუშები. ინციდენტი მოხდა ტამანის ნახევარკუნძულის სოფელ ვოლნაში. რუსეთი აგებს ხიდს, რომელმაც ტამანის ნახევარკუნძული და მის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული უნდა შეაკავშიროს.