ქაბულში შიიტთა მეჩეთს თავს დაესხნენ

გადარჩენილები გამოჰყავთ თავდასხმის ადგილიდან

არაერთი ადამიანი მოკლეს ქაბულში შიიტთა მეჩეთზე იერიშის დროს. პოლიცია და თვითმხილველები იტყობინებიან, რომ მათ ესმოდათ სროლის და აფეთქების ხმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ნაჯიბ დანიშმა უთხრა ჩვენს რადიოს, რომ თავდასხმაში ორი თუ სამი ტერორისტი მონაწილეობდა. მისი თქმით, ორი ტერორისტი პოლიციამ მოკლა.