ყირგიზეთის პარლამენტმა ახალი პრემიერი დაამტკიცა

ყირგიზეთის კანონმდებლებმა საფარ ისაკოვი დაამტკიცეს ამ ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად. ისაკოვი ადრე პრეზიდენტის ადმინისტრაციას განაგებდა. ისაკოვს, რომელიც მმართველი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია, 102 დეპუტატიდან 97 მიემხრო. კანონმდებლებმა ასევე დაამტკიცეს მის მიერ შეთავაზებული კაბინეტიც, რომელიც, თითქმის მთლიანად, მისი წინამორბედი მთავრობის წევრთაგან შედგება.