უნგრეთის ოპოზიცია საფრთხედ მიიჩნევს მჭიდრო კავშირებს რუსეთთან

ვიქტორ ორბანი და ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი 28 აგვისტოს ჩავიდა უნგრეთში, სადაც დაესწრება ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას და სამუშაო შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. ეს არის პუტინის მეორე ვიზიტი ევროკავშირისა და ნატოს წევრ უნგრეთში, რომელსაც რუსეთთან ყველაზე უფრო თბილი ურთიერთობები აქვს, ვიდრე სხვა რომელიმე ევროპულ ქვეყანას. უნგრეთის ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ რუსეთის ლიდერის ჩასვლას და საფრთხედ მიიჩნევენ, ორბანის მჭიდრო კავშირებს ვლადიმირ პუტინთან. მოელიან, რომ ვლადიმირ პუტინს გადასცემენ დებრეცენის უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ საპატიო მოქალაქის წოდებას, რუსეთის მიერ უნგრეთის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის