ბორჯომის ხეობაში საჰაერო ტექნიკის ყოფნის საჭიროება აღარ არის

ბორჯომის ხეობა

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ხანძრის ცალკეული კერების დამუშავება გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც „ინტერპრესნიუსი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, ადგილზე აღარ არის საჰაერო ტექნიკის ყოფნის საჭიროება. „გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები, ასევე შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. უახლოეს დღეებში ხანძრის ცალკეული კერების დამუშავების პროცესი სრულად დასრულდება“, - აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.