ქართული ოპოზიციური სპექტრი უახლოეს პერიოდში ვენეციის კომისიას კიდევ ერთხელ მიმართავს

ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი ჯანი ბუკიკიო

ქართული ოპოზიციური სპექტრი უახლოეს პერიოდში ვენეციის კომისიას კიდევ ერთხელ მიმართავს. როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, მიმართვაში საუბარი შეეხება საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ჩაშლილ დიალოგს და იმას, თუ რატომ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ოპოზიციურმა პარტიებმა და მმართველმა გუნდმა. ვენეციის კომისიისთვის მიმართვის ტექსტის შესამუშავებლად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გეგმავენ შეხვედრას.