რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სახიფათოა ჩრდილოეთი კორეის „კუთხეში მომწყვდევა“ მისი ატომური პროგრამის გამო. პუტინმა ეს განცხადება სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯაე-ინთან შეხვდერის შემდეგ, ვლადივოსტოკში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე. ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წინააღმდეგია ჩრდილოეთი კორეისთვის ახალი სანქციების დაწესებისა, რადგან „კორეის ნახევარკუნძულის პრობლემები მხოლოდ სანქციებით და ზეწოლით ვერ გადაიჭრება“.