პარლამენტის ქუთაისის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

იგეგმება პარლამენტის ქუთაისის შენობის და მის ირგვლივ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის შუშის კონსტრუქციას სერიოზული პრობლემები აქვს, ასევე მოსაწყობია ავტოსადგომი და გამწვანება შენობის გარეთ.