გრიგალმა „ირმამ“ მნიშვნელოვნად დააზარალა კუნძული ბარბუდა

კარიბის ზღვის კუნძულ ბარბუდას თავს დაატყდა მეხუთე კატეგორიის გრიგალი „ირმა“. სტიქიის შედეგად დაინგრა შენობები, მოიშალა საკომუნიკაციო სისტემა. ანტიგუისა და ბარბუდის პრემიერ-მინისტრის გასტონ ბრაუნის ინფორმაციით, ბარბუდის კუნძულზე სტიქიამ გაანადგურა შენობების 95%. მისივე თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსახლეობა ვერ შეძლებს კუნძულზე ცხოვრებას. „ყველაფრის აღდგენას წლები დასჭირდებაო“, - განაცხადა ბრაუნმა. ახლა ქარიშხალი პუერტო-რიკოს ნაპირებს უახლოვდება.