რუსეთის წყალქვეშა ნავებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე დარტყმები განახორციელა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე ფრთოსანი რაკეტებით დარტყმები განხორციელდა

ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავებიდან „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე ფრთოსანი რაკეტებით დარტყმები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. „სამიზნე ობიექტები მოიცავდნენ მართვის, კავშირგაბმულობის პუნქტებს, ასევე შეიარაღების საწყობებს“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით ყველა სამიზნე ობიექტი განადგურებულია.