მაშველებმა მეხიკოს სკოლის ნანგრევებში აღმოაჩინეს მიწისძვრას გადარჩენილი გოგონა

სამაშველო სამუშაოები მეხიკოში

მაშველებმა მეხიკოში სკოლის ნანგრევებში აღმოაჩინეს მიწისძვრას გადარჩენილი გოგონა. მექსიკის ხელისუფალთა ინფორმაციით, 19 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად მეხიკოს დაწყებითი სკოლის შენობის ჩამონგრევისას დაიღუპა სულ მცირე 26 ადამიანი, მათ შორის, 21 ბავშვი. სულ მექსიკაში დაღუპულია მინიმუმ 237 ადამიანი. სტიქიის ზონებში მუშაობას განაგრძობენ მაშველები, სამხედროები და მოხალისეები. მექსიკის ცენტრალურ რაიონებში დანგრეულია ასობით შენობა, გზები და ხიდები. 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი მეხიკოდან 120-კილომეტრში, პუებლის შტატში მდებარეობდა.