ნავალნის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს ხელახლა მიუსაჯეს 20 დღით პატიმრობა

რუსეთში სასამართლომ 20 დღით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს, ლეონიდ ვოლკოვს, რომელიც 5 ოქტომბერს ხელახლა დააკავეს - სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ციხიდან იქნა გამოშვებული, რადგან სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ქვემო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მისი პატიმრობის შესახებ. როგორც ვოლკოვმა ტვიტერში დაწერა, 5 ოქტომბერს სასამართლომ დაადგინა, რომ ვოლკოვმა ნავალნის მხარდამჭერებს მოუწოდა 7 ოქტომბერს მოსკოვის ცენტრში არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისაკენ, რის გამოც ისევ შეუფარდა პატიმრობა. მანამდე, 2 ოქტომბერს ვოლკოვსა და ნავალნის 20-20 დღით პატიმრობა მიუსაჯეს ნიჟნი ნოვგოროდში არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისაკენ მოწოდებისათვის. ნავალნის, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის მმართველ ელიტას, სურს საკუთარი კანდიდატურის წამოყენება 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე - მიუხედავად ცენტრალური საარჩევნო კამპანიის განცხადებისა, რომ ნავალნის ამის უფლება არა აქვს ფინანსური დანაშაულისათვის ნასამართლეობის გამო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მისი მომხრეები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ მის სამართლებრივ დევნას.