პაკისტანში მოიტაცეს მაღალი რანგის ავღანელი სახელმწიფო მოხელე

პოლიციის რეიდი ფეშავარში (ფოტო არქივიდან)

პაკისტანის პოლიციის თანახმად, შეიარაღებულმა პირებმა მოიტაცეს მაღალი რანგის ავღანელი სახელმწიფო მოხელე, ავღანეთის ქუნარის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე, მუჰამად ნაბი აჰმადი. პოლიციის წარმომადგენლის თანახმად, 27 ოქტომბერს, ფეშავარის პროვინციის დაბგარის რაიონში, აჰმადი უცნობმა პირებმა აიძულეს, მანქანაში ჩამჯდარიყო და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს. ქუნარის მთავრობამ მომხდარი დაადასტურა.