ევროკავშირის ლიდერები და აღმოსავლელი პარტნიორები სწრაფად შეთანხმდნენ სამიტის დეკლარაციის გარშემო

ევროპის კავშირის ლიდერები და ექვსი ყოფილი საბჭოთა ქვეყნის ლიდერები 24 ნოემბერს სწრაფად შეთანხმდნენ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის დეკლარაციის ერთობლივ ვერსიაზე. ამდენად, თავიდან იქნა აცილებული ორი წლის წინანდელი სამიტის დროინდელი კამათი, რასაც შეფერხება მოჰყვა. საბოლოო დეკლარაცია, რომელიც ევროპის კავშირისსაბჭოს საინტერნეტო საიტზე გამოქვეყნდა, არ ახსენებს რომელიმე კონფლიქტს რეგინში და არც რუსეთის და უკრაინის დაპირისპირებას ეხება. თუმცა, დოკუმენტში წაიკითხავთ, რომ სამიტის მონაწილეები კვლავაც ღრმად არიან შეშფოთებული რეგიონის ზოგიერთ ნაწილში საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის გამო.