ბათუმში მსხვერპლი მოჰყვა სასტუმროში გაჩენილ ხანძარს

ბათუმში ოთხი ადამიანი დაიღუპა სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად. არიან დაშავებულებიც. ინტერნეტპორტალ „ნეტგაზეთის“ ცნობით, ხანძარი 24 ნოემბრის საღამოს გაჩნდა. შენობაში მყოფი ადამიანების ნაწილი სახანძრო მანქანის კიბეებით ჩამოიყვანეს. ხანძრის დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ „მის საქართველოს“ კონკურსანტები. მათგან, ცნობების თანახმად, არავინ დაშავებულა. მსხვერპლის ვინაობაზე ჯერ არაფერს იუწყებიან.