სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 60 ათასი ევროს გადახდა დააკისრა წამების მსხვერპლის დედისთვის

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის მთავრობას 60 ათასი ევროს გადახდა დააკისრა სანქტ-პეტერბურგის პოლიციაში წამების შედეგად გარდაცვლილი პირის, დენის ვირჟიკოვსკის, დედისათვის. ვირჟიკოვსკი დააკავეს 2010 წლის ოქტომბერში, თაღლითობაში ეჭვმიტანილ მეგობარ ქალთან ერთად. ახალგაზრდა კაცი სასტიკად ცემეს პოლიციის განყოფილებაში. მოგვიანებით დაკავებულები გადაიყვანეს პოლიციის სხვა ობიექტში და მოათავსეს დროებითი დაკავების იზოლატორში. ვირჟიკოვსკი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ამ საქმესთან დაკავშირებით, 2014 წელს პატიმრობა მიუსაჯეს ექვს პოლიციელს. ამასობაში, მათი უმრავლესობა უკვე გათავისუფლებულ იქნა.