მალტის პოლიციამ დააკავა ჟურნალისტის მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 10 ადამიანი

მალტელი ჟურნალისტი დაფნე კაპუანა გალიცია, რომელიც 2017 წლის 16 ოქტომბერს მოკლეს

მალტის პოლიციამ 4 დეკემბერს დააკავა ჟურნალისტ დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 10 ადამიანი. ამის შესახებ განაცხადა მალტის პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მასკატმა თითქმის ორ თვეში მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი დაიღუპა მის მანქანაში ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. ეჭვმიტანილი არიან მალტის მოქალაქეები - როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ადრე ნასამართლევი პირები. 53 წლის კარუანა გალიცია 16 ოქტომბერს დაიღუპა მალტაში. თავის ძალიან პოპულარულ ბლოგში ჟურნალისტი წერდა მალტის პოლიტიკურ წრეებში კორუფციის პრობლემაზე.